|
2023-12-25 17:09:00, 850 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - ახალი კანონის მიზანია, შეიქმნას ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ დღეს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ ახალი კანონის პროექტზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კანონის მიზანია, შეიქმნას ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები. ახალმა კანონმა უნდა უზრუნველყოს ბიომრავალფეროვნების კომპონენტებით ისეთი სახით და მოცულობით სარგებლობა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არ მოხდეს მათი შემცირება. „ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გვაქვს აღებული ვალდებულება აღნიშნული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კანონის მიღება იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების კუთხით. გარემოსდაცვითი მიმართულებით წელს მნიშვნელოვანი რეგულაციები იქნა მიღებული - ეს იყო სამრეწველო ემისიების შესახებ კანონი, ეს იყო წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონი; მთლიანობაში, გარემოსდაცვითი კუთხით 27 რეგულაციიდან, რომლის დაახლოებაც უნდა განგვეხორციელებინა, 20 უკვე დაახლოებული გვაქვს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა განმარტა, რომ კანონის მიღების შემდგომ, მთელი რიგი მიმართულებით ძალიან აქტიური მუშაობა დაიწყება კანონქვემდებარე აქტებზე, რათა დადგინდეს კონკრეტული ინდიკატორები, კონკრეტული კრიტერიუმები თითოეულ საკითხზე, მკაცრად დაცული და დაცული სახეობების განსაზღვრასთან მიმართებაში, მათი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით საჭირო კრიტერიუმები და ა.შ. „აღნიშნულიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გარკვეული ვადებია საჭირო, როგორც სამინისტროსთვის, უწყებებისთვის, ასევე ბიზნესისთვის, რომ მოვემზადოთ შესაბამისი რეგულაციების აღსრულებისთვის. შესაბამისად, კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში 2026 წლიდან შედის, ხოლო გარკვეული ნორმების ძალაში შესვლა 2027-2029 წლებში მოხდება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)