|
2023-12-25 16:09:55, 757 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორიდან ცენტრამდე შატლის დანიშვნის მიზნით ავტობუსების შესაძენად ტენდერს აცხადებს
2024 წლის აპრილიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება დღგ-ის გარეშე 1 383 408 ლარს შეადგენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ავტობუსები იქნება შატლის ტიპის, განკუთვნილი მხოლოდ ქალაქის ცენტრამდე აეროპორტის მგზავრის გადაყვანისთვის და პირიქით. ირაკლი ქარქაშაძის თქმით, ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. "ქუთაისში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი აეროპორტის მგზავრი მარტივად და კომფორტულად გადაადგილდეს ქალაქამდე აუცილებელი იყო მუნიციპალური ავტობუსების დანიშვნა. მომავალი წლის პირველი ნახევრიდან, მას შემდეგ რაც დასრულდება ტენდერი და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას გავაფორმებთ, ქუთაისიდან აეროპორტამდე და პირიქით, ივლის ჩვენ მიერ დანიშნული ოფიციალური შატლის ტიპის ავტობუსები. ეს არ იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. იქნება კონკრეტულად აეროპორტიდან ქალაქამდე და პირიქით, მგზავრის გადაადგილებისთვის საჭირო შატლი, რომელსაც შესაბამისი ბრენდინგი ექნება და მითითებული იქნება ადგილი, საიდანაც ქალაქიდან აეროპორტამდე ავტობუსები მგზავრებს მოემსახურებიან",- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებული სატენდერო აუცილებელი მოთხოვნების თანახმად, შემოთავაზებული ავტობუსები უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=550774&lang=ge ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)