|
2023-12-24 15:31:29, 811 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ნინოშვილის ქუჩაზე ქარის შედეგად სახლის სახურავის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია ნინოშვილის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლის სახურავის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მერიის განცხადების თანახმად, სახლში მცხოვრები ოჯახები ქირით გაყვანას არ საჭიროებენ, ახალი სახურავი კი, უახლოეს მომავალში მოეწყობა. "გვინდა, გამოვეხმაუროთ ე.წ. კრიტიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ნინოშვილის ქუჩა N21-ში, ძლიერი ქარის გამო დაზიანებული სახურავის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილი მცხოვრებლების ბედი ამ დრომდე არ მოუკითხავს ჩუღურეთის რაიონის გამგეობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას. გუშინ საღამოს, ძლიერმა ქარმა, ნინოშვილის N21-ში საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი - დაახლოებით, 70-80 კვ.მ ფართობზე. შეტყობინების მიღებისთანავე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, მოადგილეები და გამგეობის თანამშრომლები მივიდნენ ადგილზე, შეხვდნენ და ესაუბრნენ მოსახლეობას, დაიგეგმა გადაუდებელი სამუშაოები. ცუდი ამინდისა და დაბალი ხილვადობის გამო, გუშინ ღამით ვერ მოხერხდა სახურავის მოხსნა. სამუშაოები დღეს დაიწყო და ადგილზე იმყოფებოდნენ რაიონის გამგეობის თანამშრომლები და გამგებელი. აღსანიშნავია, რომ ნინოშვილის N21-ში მცხოვრები ოჯახები არ საჭიროებენ ქირით გაყვანას. დღესვე, მიიღება პრევენციული ზომები. გადაუდებელი სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე უახლოეს მომავალში ახალი სახურავი მოეწყობა",- ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)