16:20 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-20 18:09:12, 1021 ნახვა

ეკონომიკა
რიჟვაძე - აჭარაში ციტრუსის სეზონი აქტიურად მიმდინარეობს, უკვე ექსპორტირებულია 27 000 ტონა და გადამუშავებულია 4 600 ტონა ციტრუსი

აჭარაში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაშია. ციტრუსის სეზონის მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ადგილზე გაეცნენ. დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო და არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, საპროგნოზო მონაცემებით, მიმდინარე წელს 55 ათას ტონა ციტრუსს ელოდებიან. სეზონზე საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო იღებს. დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია 27 000 ტონამდე სტანდარტული მანდარინი, ხოლო მიღებული და გადამუშავებულია 4600 ტონა არასტანდარტული. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და 1 კგ მანდარინზე 30 თეთრს შეადგენს.

„აქტიურად მიმდინარეობს ციტრუსის სეზონი. მოქმედებს მიმღებ- დამხარისხებელი პუნქტები, ასევე, გადამამუშავებელი საწარმო. უკვე ექსპორტირებულია რეკორდული რაოდენობა. დაახლოებით, 27 ათასი ტონა და ყველა ჩვენი საერთო ძალისხმევით უნდა შევძლოთ, რომ არ დარჩეს რეალიზაციის გარეშე არცერთი კილოგრამი დაკრეფილი მანდარინი. წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო და პრაქტიკულად გავაორმაგეთ სუბსიდია არასტანდარტულ მანდარინზე. შესაბამისად, თითოეულ ფერმერს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ გაზრდილი სუბსიდიის ფარგლებში“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics