17:59 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 19:03:03, 876 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - 2024 წელს მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნებისათვის

2024 წელს მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნებისათვის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, მომავალ წელს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად მიიმართება 300 მლნ ლარი, რაც მოიცავს წარმოების სექტორის სესხების სუბსიდირების, საკრედიტო-საგარანტიო სქემების და მცირე გრანტების პროგრამებს;

  • ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების დასაფინანსებლად, გამოყოფილია 81 მლნ ლარი, მათ შორის, 53 მლნ ლარი სოფლების ინტერნეტიზაციის პროექტისათვის;
  • ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისათვის, გამოყოფილია 120 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება 500 კმ-მდე ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობა/რეაბილიტაცია და 1100-ზე მეტი ელექტრო გადამცემი ანძის მშენებლობა/მონტაჟი, ასევე, მაღალი ძაბვის  ქვესადგურების რეაბილიტაცია, რომელთა დიდი ნაწილის დასრულებაც გათვალისწინებულია 2024-2025 წლებში და უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობასა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებას;
  • სივრცითი დაგეგმარებისათვის, გათვალისწინებულია 14 მლნ ლარი.
  • პროექტის გადამუშავებულ ვარიანტთან შედარებით, ეკონომიკის სამინისტროს დამატებით გამოეყო 5 მილიონი ლარი, რომელიც მიიმართება შავი ზღვის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში კვლევითი სამუშაოების ნაწილობრივ დაფინანსებაზე.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics