|
2023-12-13 17:51:26, 453 ნახვა
ეკონომიკა
ხუციშვილი - 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში აისახა ის პროგრამები, რომლებიც სრულყოფილად პასუხობს ჩვენი ქვეყნის ძირითად ამოცანებს
2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში აისახა ის პროგრამები, რომლებიც სრულყოფილად პასუხობს ჩვენი ქვეყნის ძირითად ამოცანებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას განაცხადა. ლაშა ხუციშვილმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს. ხუციშვილის თქმით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,2 პროცენტია. მომდევნო წელს საშუალო ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია და 2,8 პროცენტს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5% ოდენობით, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის 38 პროცენტს შეადგენს. მისივე თქმით, 2023 წლის ბოლოსთვის, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8000 დოლარს გადააჭარბებს, ხოლო 2027 წლისათვის, 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, თითქმის 11 ათას დოლარს მიაღწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2027 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობა მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით (ე.წ. PPP-ის მიხედვით) 30,000 დოლარს მიაღწევს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 108 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. "ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებზე, რომლის ჯამური რესურსი 25 მილიარდ 700 მილიონ ლარს აჭარბებს და მისი ძირითადი წყარო საგადასახადო შემოსავლებია, რომლის მოცულობა 2024 წელს განსაზღვრულია 22 მილიარდ 53 მილიონი ლარის ოდენობით. აღნიშნული მაჩვენებელი ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია, დაახლოებით, 110 მილიონი ლარით, რაც ძირითადად, გამოწვეულია საფინანსო სექტორის მიერ გადასახდელი თანხის დაზუსტებით. გადასახადების გარდა, 2024 წლის ბიუჯეტში დაგეგმილია:
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)