13:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-11 11:06:41, 1130 ნახვა

სამართალი
შსს - 2023 წლის პირველ 9 თვეში სქესობრივი დანაშაულის 412 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 272 გახსნილია

2023 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში სქესობრივი დანაშაულის 412 ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 272 გახსნილია. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაშია აღნიშნული.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, სქესობრივი დანაშაულის 396 შემთხვევა აღირიცხა, რაც 4.04%-იან ზრდას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, გაუპატიურების 154 შემთხვევა, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების - 54, პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების - 22, 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის - 86, გარყვნილი ქმედების კი 96 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამასთან, როგორც სტატისტიკაშია აღნიშნული, 2023 წლის პირველ 9 თვეში სულ 41 126 დანაშაულის ფაქტი დაარეგისტრირეს (წინა წელთან შედარებით 2.11%-იანი კლება), რომელთა 63.09% გახსნილია.

სტატისტიკის სანახავად ეწვიეთ ბმულს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics