02:41 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-11 10:17:52, 1396 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 18 დრონი და 8 ბალისტიკური რაკეტა გავანადგურეთ

უკრაინამ, 11 დეკემბრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 18 დრონი და 8 ბალისტიკური რაკეტა გაანადგურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბალისტიკური რაკეტების გაშვება ყირიმიდან და ბრიანსკის ოლქიდან დაფიქსირდა.

"2023 წლის 11 დეკემბრის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას ოკუპირებული ყირიმიდან Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს. სულ დაფიქსირდა 18 Shahed-136/131-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება. ყველა მტრის დრონი განადგურდა საჰაერო თავდაცვითი სამხრეთ საჰაერო სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში. თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საბრძოლო თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფები.

2023 წლის 11 დეკემბერს დილის 4 საათზე რუსმა დამპყრობლებმა 8 ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს კიევის რეგიონს. დარტყმა ჩრდილოეთის მიმართულებით, ბრიანსკის ოლქიდან იქნა მიყენებული. რვავე სამიზნე განადგურებულია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics