14:02 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-10 16:37:11, 888 ნახვა

რეგიონი
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა - დაჯილდოვდნენ დამსახურებული მეგზევეები

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2023  წლის საქმიანობის ანგარიშს დაესწრო და საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებს მეგზევის პროფესიული დღე მიულოცა.

აჭარის მთავრობის მეთაურმა რეგიონის მასშტაბით განხორციელებულ და განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას.

„მეგზევის პროფესიულ დღეს ვულოცავ მეგზევეებს, ამ დარგში მოღვაწე პირებს. მადლობას მოგახსენებთ გაწეული უდიდესი შრომისთვის. 

ბოლო წლებში უპრეცედენტო მნიშვნელობისა და მასშტაბის პროექტები განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შრომაა გაწეული აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, მშენებლობის, მოვლა-შენახვის კუთხით, ყოველწლიურად მზარდია ბიუჯეტი.

თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რათა ყველა დასახლებული პუნქტი უზრუნველყოფილი იყოს გამართული საგზაო ინფრასტრუქტურით. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი  ძალისხმევით წარმატებით განვახორციელებთ ყველა დაგეგმილ პროექტს", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

2023 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვისთვის 62 106 672 ლარი დაიხარჯა. აჭარის 5 მუნიციპალიტეტში 22 მიმართულებით  ასფალტო ბეტონის საფარი მოეწყო 61.42 კმ საავტომობილო გზაზე, ხოლო ბეტონის საფარი იგება 75 კმ. საავტომობილო გზაზე. პარალელურად ხორციელდება  159 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა-მოწყობა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2024 წლის ბიუჯეტი 63 983 516 ლარს შეადგენს. 

მეგზევის დღესთან დაკავშირებით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, დაჯილდოვდნენ დამსახურებული მეგზევეები.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics