|
2023-12-08 19:04:52, 686 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ორი წლის მანძილზე აკეთებდა ყველაფერს, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი
თითქმის ორი წლის მანძილზე, ოპოზიცია აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ისინი როგორც ჩანს, კვლავ ებღაუჭებიან გარკვეულ იმედს, რომ სხვანაირი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ერთ კვირაში, თუმცა, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ევროპული საბჭო წელს მიიღებს სამართლიან, სწორ გადაწყვეტილებას და ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, "ევროპული საბჭოს დადებითი გადაწყვეტილებით დაიმსხვრევა ოპოზიციის გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი გუნდი კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისად არ მუშაობს". "ამით იმსხვრევა ოპოზიციის მესიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ ვაკეთებდით საკმარისს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სინამდვილეში, ყველამ იცის, რომ 12 პუნქტის შესრულების კუთხით, ზოგადად, ჩვენი პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ქვეყანას დამსახურებულად, ღირსეულად მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ ჰქონდათ ორ წლიანი ე.წ. ნარატივი, რომელიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, თუმცა, საბოლოო ჯამში, მათი ძალისხმევა აღმოჩნდა წარუმატებელი, რაც ძალიან კარგია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთ კვირაში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)