|
2023-12-08 16:32:34, 1318 ნახვა
ომი უკრაინაში
კამერონი - უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შეჩერება პუტინისა და სი ძინპინისთვის საშობაო საჩუქარი იქნება
აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შეჩერება პუტინისა და სი ძინპინისთვის ნამდვილი საშობაო საჩუქარი იქნება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერფენციაზე განაცხადა. კამერონის თქმით, თუ უკრაინას ფული არ გადაეცემა, "დედამიწაზე ორი ადამიანი იქნება, ვისაც ეს გაუხარდება", ერთი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ხოლო მეორე - ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. "ჩვენ მათ [უკრაინელებს] უნდა დავეხმაროთ და დავრწმუნდეთ, რომ ვინმე თუ წააგებს, ეს პუტინი იქნება. თუ უკრაინას ფული არ გადაეცემა, დედამიწაზე ორი ადამიანი იქნება, ვისაც ეს გაუხარდება, ერთი პუტინი, ხოლო მეორე სი ძინპინი პეკინში. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არ ვაპირებ, რომელიმე ამ ადამიანს საშობაო საჩუქარი გავუკეთო", - განაცხადა დევიდ კამერონმა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა. კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზი სენატში გამართული პროცედურული კენჭისყრის დროს წინსვლისთვის საკმარისი ხმები არქონა გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)