01:56 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 12:14:13, 613 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე კალაძეს - უხამსი ეპითეტებისგან თავი შეიკავე - გთავაზობ, დავსხდეთ ექსპერტებთან ერთად და კონკრეტული გეგმა დავსახოთ

უხამსი ეპითეტებისგან თავი შეიკავე - გთავაზობ, დავსხდეთ ექსპერტებთან ერთად და კონკრეტული გეგმა დავსახოთ. თუ მზად ხარ, შეგვიძლია, რომ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა,- ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას.

ვაშაძის თქმით, თბილისში არსებული სატრანსპორტო კოლაფსი მოუგვარებელი პრობლემა არ არის.

"კახი კალაძეს მინდა გამოვეხმაურო: პირველი - საზოგადოებრივ ტრანსპორტში რაც ხდება, ეს არის არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგი და ეს არის სიმართლე. 

მეორე - ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ ამის გადაწყვეტის გზები არ არსებობს. ვაშინგტონში ვარ ახლა და თუ აშშ-ის დედაქალაქში გადაჭრეს ეს პრობლემა, შესაძლებელია საქართველოშიც გადავწყვიტოთ. 

მესამე - თუ შენი შეთავაზება ძალაშია, რომ მზად ხარ მოისმინო საქმიანი შეთავაზებები და ეს არ არის მოჩვენებითი, გთავაზობ, რომ ორშაბათს თბილისში ვიქნები და შენთვის სასურველ დროს, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, ურბანისტებთან ერთად დავსხდეთ და გავიაროთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც არსებობს და სამი კომპონენტისგან შემდგარი გეგმა გავაკეთოთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ახლა, რომ ცოტა მაინც შევამსუბუქოთ ეს ვითარება, შემდგომ კი დავსახოთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები, რაზეც ძალიან ბევრი მოსაზრება გვაქვს. 

უხამსი ეპითეტები საქმეს ხელს უშლის და მაინც მოგიწოდებ, რომ შეიკავო თავი ამ უხამსი ეპითეტებისგან და ველი შენგან გამოხმაურებას, თუ მზად ხარ, ჩვენც მზად ვართ, რომ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა",- ამბობს ვაშაძე, რომლის კომენტარსაც "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, 6 დეკემბერს თბილისის მერი კახა კალაძე, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, "სისტრასთან“ დაკავშირებით "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს, სატრანსპორტო პოლიტიკა რა არის და რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით".

აღსანიშნავია, რომ მანამდე, "სტრაგეტია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობდა, რომ თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით კომპანია "სისტრას“ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics