04:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 16:51:56, 1277 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი აშშ-ის სენატში უკრაინის დახმარების დაბლოკვაზე - არ დავთმობთ ჩვენს მიწას, რუსული მონსტრის განადგურებას გავაგრძელებთ

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აშშ-ის სენატის მიერ უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტის დაბლოკვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც დანილოვი აღნიშნავს, უკრაინა არ დათმობს მიწის არცერთ ნაწილს და "რუსული მონსტრის განადგურებას" გააგრძელებს.

„სიმშვიდე და სიმტკიცე. არ აქვს მნიშვნელობა, ვის, სად და როგორ მისცეს ხმა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვენ არ შევწყვეტთ ჩვენი ქვეყნის დაცვას, არ დავთმობთ ჩვენი მიწის არცერთ ნაწილს და არ ვაპატიებთ არავის დაღუპულებსა და დაშავებულებს. ჩვენ მოვახდენთ ფოკუსირებას, გამოვიტანთ დასკვნებს, გადავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას“, - განაცხადა დანილოვმა.

ცნობისთვის, აშშ-ს სენატმა უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარება იმიგრაციასთან დაკავშირებული დავის გამო დაბლოკა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics