03:27 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 16:32:58, 597 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე 9 დეკემბერს დაგეგმილ მსვლელობაზე - ფარისევლობაში არ შევუერთდები

ფარისევლობაში არ შევუერთდები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა, მდივანმა მამუკა მდინარაძემ 9 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ მსვლელობაზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ქვეყნის შიგნით არიან მტრები, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესს ებრძვიან.

"ეს მარში თუ არ იქნა, გამორიცხულია პოზიტიური გადაწყვეტილება რომ იყოს. რა სისულელეს აკეთებენ, რაღაცნაირად მიეწებონ ამ თემას. ამ თემაზე მიწებება თუ უნდოდათ, ეს კაი დედმამიშვილები მოსულიყვნენ აქ, დამსხდარიყვნენ და საქმე გაეკეთებინათ ელემენტარული მაინც. ფული არ ეხადათ ლობისტებში, ევროპაში და ამერიკაში არ ერბინათ ევროინტეგრაციის პროცესის ჩასაშლელად, სტატუსის მიღების პროცესის ჩასაშლელად და იქ სიბინძურეები არ შეეკვეთათ და ამაში უზარმაზარი თანხები არ გადაეხადათ და მერე საზოგადოება დაიჯერებდა, რომ მათაც რაღაც წვლილი შეიტანეს...

ასე რომ მოქცეულიყვნენ, საქართველოსთვის პოზიტიურად, მომგებიანად რომ მოქცეულიყვნენ, შარშან გვექნებოდა სტატუსი და ეს ასეა. ბევრი რამ იყო ამაზე დამოკიდებული. მაგრამ როდესაც, შენ შიგნით მტრები გყავს, რომლებიც ებრძვიან ევროინტეგრაციის პროცესს და მერე მარშით გამოდიან - არიქა, მოგვეცი სტატუსიო, ამაზე მეტი ფარისევლობა და თვალთმაქცობა არ არსებობს. სამწუხარო იცით რა არის, ჩვენ მიერ მხარდაჭერილი და არჩეული პრეზიდენტი, ვითომ პრეზიდენტი, სიმბოლურადაც რომ პრეზიდენტი აღარ არის და ფორმალური პრეზიდენტი რომ არის და სინამდვილეში ერთი ოპოზიციონერი, სალომე ზურაბიშვილიც რომ ჩართულია ამ თვალთმაქცობასა და ფარისევლობაში...

ფარისევლობაში ხომ არ შევუერთდები?! არა, ფარისევლობაში არ შევუერთდები... ცუდად გადაირბინა სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი პრეზიდენტობიდან იმ სალომე ზურაბიშვილამდე, რომელიც არის უკვე ღალატის სიმბოლოდ ქცეული, ძალიან ცუდად გადაირბინა და სწრაფად გადაირბინა, ამ როლში, და მეც მიმაჩნია, რომ ძალიან ცუდად დარბის ამ გაგებით", - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნამდე მსვლელობა - "შენი ხმა ევროკავშირს" მოეწყობა.

აღსანიშნავია, რომ დაგეგმილ მსვლელობას უერთდება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics