03:26 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 11:10:40, 592 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეო - სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერება აუცილებელია

სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერება აუცილებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც უწყებამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გაავრცელა.

სამინისტროს განცხადებით, აუცილებელია, "სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" წინააღმდეგ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ", ასევე, "დე ფაქტო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყება".

„სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა ნაკარნახევია შავი ზღვის რეგიონში ნატოს მზარდი აქტივობით, ალიანსის მიერ საქართველოს სამხედრო განვითარების გეგმების განხორციელებით და ამ ქვეყნისთვის თანამედროვე ტიპის იარაღის მიწოდებით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს საერთო ინტერესი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტზე რეგულარული დიალოგის შესანარჩუნებლად ჟენევის ფორმატის, როგორც მრავალმხრივი მოლაპარაკებების პლატფორმის შენარჩუნების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 5-6 დეკემბერს, ჯენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი გაიმართა, სადაც ჟენევაში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციამ რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics