2023-12-06 18:56:13, 733 ნახვა
პოლიტიკა
ალიევი - აზერბაიჯანი და საქართველო ევროპაში ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია
აზერბაიჯანი და საქართველო ევროპაში ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
ალიევმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში წარმატებები უსურვა და ქვეყანას კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის მინიჭება მიულოცა.
„ჩვენ სრულად გვესმის საქართველოს სურვილი, გაწევრიანდეს ევროკავშირში. მე ვუსურვებ ქართველ მეგობრებს წარმატებას ამ წამოწყებაში და ვულოცავ საქართველოს სტატუსის მინიჭებას“, - განაცხადა ალიევმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,