03:27 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 17:07:50, 757 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი ენმ-ზე - სხვა დამოკიდებულება კი არ ჰქონდა კომუნისტური პარტიის ნომენკლატურას, ზუსტად ასე იყურებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებისკენ

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევდი, ელაპარაკონ საკუთარ ხალხს. სხვა დამოკიდებულება კი არ ჰქონდა კომუნისტური პარტიის ნომენკლატურას, ზუსტად ასე იყურებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებისკენ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისა და პარტიის წევრების ამერიკაში ვიზიტს გამოეხმაურა.

„ბოლო პერიოდში ვაკვირდები, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტებით გამოირჩევიან. მათ ვურჩევდი, ელაპარაკონ არა პოლიტიკოსებს ქვეყნის გარეთ, იქნება ეს ამერიკა თუ სხვა, არამედ ქართველ ხალხს და საკუთარ ამომრჩეველს. ისინი ამითაც აჩვენებენ, რომ საერთო ჯამში, ლეგიტიმაციას ელტვიან არა ქართველი ხალხისგან, არამედ სხვადასხვა დედაქალაქისგან. თავის დროზე სხვა დამოკიდებულება კი არ ჰქონდათ კომუნისტური პარტიის ნომენკლატურას, ზუსტად ასე იყურებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებისკენ და სწორედ იქ ეძებდნენ ლეგიტიმაციას. ამიტომ ამ ქცევით, ქმედებით, ვიზუალით და აქეთ-იქით სიარულით მხოლოდ ერთ რამეს აჩვენებ ქართველ ხალხს, რომ ორიენტირებული არიან არა ქართველი ხალხის ინტერესზე, არამედ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს როგორ ასიამოვნონ, მათი ყურისთვის სასიამოვნო სიტყვები თქვან. ეს აბსოლუტურად აცდენილია იმას, თუ რას უნდა აკეთებდეს პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი უნდა მუშაობდეს საკუთარ ხალხთან და არა სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებთან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი კულმინაციისკენ მიდის.

„კარგი იქნება, რაც მალე დაიშლება, კარგი იქნება, თუ პოლიტიკას საერთოდ ჩამოსცილდებიან. ეს გაყოფები, ჯგუფები ფარსია. გაყოფა ჩანს, თუმცა ასეთი რამდენი გვინახავს?  „სტრატეგია აღმაშენებელი“ და გიორგი ვაშაძე თითქოს პარტიასთან დაპირისპირებაში იყო, მაგრამ ახლა „ნაცმოძრაობაშია“. ასევე გვინახავს ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია. ამას რა ჩამოთვლის, მათი სახით ლეგიონია. სინამდვილეში, ეს არის არა მათი დაშლა და დაყოფა, არამედ სხვადასხვა ფლანგზე გადანაწილება, რათა თვალი აუხვიონ ქართველ ხალხს. საერთო ჯამში, 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებით, მაგრამ ერთი ანტიქართული ფრონტით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics