03:27 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 14:39:10, 959 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო, შესაძლოა, რუსეთის „მეგობრული ტურისტული ქვეყნების“ სიას დაემატოს

რუსეთის დუმაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფინანსური წახალისების შემოღებას დსთ-ს რიგი ქვეყნების მიმართულებებზე სპეციალიზებული ტურ-ოპერატორებისთვის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის სოციალურ-პოლიტიკური გამოცემა Парламентская газета ავრცელებს.

Парламентская газета-ს ცნობით, დოკუმენტი რუსეთის დუმის ელექტრონულ ბაზაზე უკვე ატვირთულია და ისეთი ტურისტული პორტალები, როგორიცაა TourDom.ru და Profi.Travel ირწმუნებიან, რომ "მეგობრული ქვეყნების" სია რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან უკვე შეთანხმებულია და მასში დსთ-ს წევრ ქვეყნებთან ერთად, საქართველოც შედის.

"მეგობრული ქვეყნების" სია ასე გამოიყურება: ბელარუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და საქართველო. ამავე სიაში შეტანილია დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები. 

გამოცემა წერს, რომ კანონი, სავარაუდოდ, ძალაში 2024 წლის 1-ელ აპრილს შევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics