04:52 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 17:27:07, 471 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ იშლება, ეს არ არის შემთხვევითი პროცესი - დავალებაა, რომელსაც კეზერაშვილი ასრულებს

​„ნაცმოძრაობა“ იშლება და ჩვენი დაკვირვებით, ეს არ არის შემთხვევითი პროცესი. მე მგონია, რომ ეს არის ის დავალება, რომელსაც ასრულებს კეზერაშვილი. არის ასეთი გეგმა, რომ „ნაცმოძრაობა“ ქვევით დაწიონ, რათა სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ წინ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, შესაკრებთა გადანაცვლებით საბოლოო ჯამში, ვერაფერი ვერ შეიცვლება, ვერ შეიცვლება ის ჯამი, რასაც „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია“

„შესაბამისად, სწორედ ამას უკავშირდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ისეთი ოდიოზური ფიგურის არჩევა, როგორიც არის ხაბეიშვილი. დანარჩენი პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია პარტიის დაშლასთან, მიზანმიმართული პროცესია, რომლის მიზანია, დაბლა დაწიონ პარტია „ნაცმოძრაობა“, რათა გააძლიერონ „ნაცმოძრაობის“ სხვა ფრთა, რომელსაც არ ჰქვია „ნაცმოძრაობა“. ძირითადად ეს არის ის ბლოკი, რაზეც გვქონდა საუბარი. აქ შედიან სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, ხაზარაძე, გახარია, სავარაუდო ერთობა ასე გამოიყურება, თუმცა ეს პროცესი განწირულია წარუმატებლობისთვის.

„ნაცმოძრაობა“ არის „ნაცმოძრაობა“, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომელი პარტიებისგან შედგება საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ შესაკრებთა გადანაცვლებით საბოლოო ჯამში, ვერაფერი ვერ შეიცვლება, ვერ შეიცვლება ის ჯამი, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია.

კეზერაშვილი არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, იქიდან გამომდინარე, რომ ის აფინანსებს „ნაცმოძრაობას“. ნაცვლად იმისა, რომ მან დააფინანსოს პარტიის გაძლიერება, სინამდვილეში, მიზანმიმართულად აფინანსებს პარტიის დაშლას, ამ კუთხით ის ასრულებს უბრალოდ დავალებას“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics