04:52 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 16:21:15, 487 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - სტატუსზე გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე უნგრეთში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რათა ვიმსჯელოთ საკითხებზე, რომლებიც ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება

უნგრეთის ვიცე-პრემიერის მოწვევით ვიმყოფებით უნგრეთში, დღეს ვიწყებთ სამუშაო ვიზიტს, შევხვდებით თავად ვიცე-პრემიერს, პარლამენტის თანამდებობის პირებს, ასევე გვექნება შეხვედრა ევროპულ საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, პარტნიორი პარტიის ხელმძღვანელებთან,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაა.

„კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე უნგრეთში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რათა ერთად ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება. ჩვენ ვიცით, რომ უნგრეთი არის საქართველოს ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივ რეჟიმში გვქონდეს თანამშრომლობა ჩვენს უნგრელ პარტნიორებთან, რათა ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთ კვირაში, როდესაც განიხილება საბოლოოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, უნგრეთის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ექნება ჩვენს ქვეყანას, ამ თემაზეც გვექნება საუბარი ჩვენს უნგრელ პარტნიორებთან“,- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, უნგრეთი არის საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერი, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე.

„ეს ყველასთვის არის აბსოლუტურად ცხადი და ნათელი, ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, პარტნიორობა, მეგობრობა ჩვენს უნგრელ კოლეგებთან. ზოგადად, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, საერთო ფასეულობები. როდესაც თანამშრომლობა არის ფასეულობებზე დაფუძნებული, ამ დროს პერსპექტივაც არის განსაკუთრებულად ძლიერი“,- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics