07:30 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 12:02:31, 849 ნახვა

საზოგადოება
Первый отдел - საქართველოში გაუჩინარებული რუსი აქტივისტი ნიჟნი-ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება

საქართველოში გაუჩინარებული აქტივისტი რაფაილ შეპელევი ნიჟნი-ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა პროექტი Первый отдел-ი Telegram-ზე ავრცელებს.

Первый отдел-ის უფლებადამცველების განცხადებით, შეპელევი ნიჟნი-ტაგილში გასულ კვირას აღმოჩნდა, ბრალი კი ტერორიზმში ედება. 

„შეპელევი რუსი ძალოვანების პროვოკაციის მსხვერპლი გახდა, ის თბილისიდან ცხინვალის რეგიონში გაიტყუეს, იქ დააკავეს, ვლადიკავკაზში გადაიყვანეს და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, რომლის დროსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს და ნიჟნი-ტაგილის წინასაწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, ეტაპირება თითქმის თვე-ნახევარი გაგრძელდა მინვოდიდან ვოლგოგრადში, სარატოვში, კაზანში, იჟევსკში, პერმში და ეკატერინბურგში. შეპელევი ნიჟნი-ტაგილში გასულ კვირას აღმოჩნდა.

შეპელევს ბრალად სდებენ „ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას“ (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.5 მუხლის მე-2 ნაწილი) რაც 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებეს და „ტერორიზმის გამართლებას“ (205.2 მუხლის მე-2 ნაწილი). რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსი) რაც 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე და ნაციონალურ-ანარქისტული ორგანიზაცია "არტპოდგოტოვკას" აქტივისტის, რაფაილ შეპელევის გაუჩინარების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია რუსულმა იურისტთა და უფლებადამცველთა საზოგადოება - Первый отдел-მა  გაავრცელა. ორგანიზაციის ცნობით, შეპელევი 12 ოქტომბერს, თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარე სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა.

Первый отдел-ის ცნობით, გაუჩინარებიდან მეორე დღეს, 13 ოქტომბერს აქტივისტი ვლადიკავკაზის სოვეცკის რაიონულმა სასამართლომ წვრილმან ხულიგნობაში ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გათავისუფლების შემდეგ, შეპელევი ტერორისტული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

ამასთან, 9 ნოემბერს, შეპელევის შესაძლო გაუჩინარების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც „თავისუფლების უკანონო აღკვეთას“ გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს, აქტივისტი გორში, იქიდან კი, ტაქსით სოფელ კირბალის მიმართულებით გაემგზავრა, "საოკუპაციო ხაზი საკუთარი ნებით გადაკვეთა და ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ გაემართა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics