04:53 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 20:56:28, 623 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ევროკავშირი ვერ იქნება სრული საქართველოს გარეშე, ისევე როგორც საქართველო ვერ იქნება სრული ევროკავშირის გარეშე

ევროკავშირი ვერ იქნება სრული საქართველოს გარეშე, ისევე როგორც საქართველო ვერ იქნება სრული ევროკავშირის გარეშე, ეს არის ერთი ისტორიულ-კულტურული სივრცე, რომლის ნაწილიც ვართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის კულტურის კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს ყოველწლიურ სხდომაზე განაცხადა.

მანვე ისაუბრა ევროპის როლზე და აღნიშნა, რომ ევროპის განვითარების  ყველა ეტაპზე საქართველო იყო ამ განვითარების თანამონაწილე.

„საქართველო ისტორიულად, ყოველთვის არა მხოლოდ თვლიდა საკუთარ თავს ევროპული სივრცის ნაწილად, არამედ მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ვართ ევროპული კულტურის თანაშემოქმედნი. იმ კულტურის, რომელიც ჯერ კიდევ ელინისტური სამყაროდან მოდის და ეს კავშირი, ღვაწლი, წვლილი ევროპის ჩამოყალიბებაში მთელ ისტორიას გასდევს. დაწყებული ღვინიდან, თაფლიდან, ხორბლიდან, სხვადასხვა ნაწარმიდან და დასრულებული იმით, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ქალები იყვნენ არჩეული წარმომადგენლობით ორგანოში, პარლამენტში, ჰქონდათ საარჩევნო უფლება. ასე, რომ ევროპის განვითარების  ყველა ეტაპზე საქართველო იყო ამ განვითარების თანამონაწილე.

ჩვენი მოლოდინი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ წინ არის, არის სწორედ ამ პერსპექტივიდან დანახული, რომ ჩვენ გვინდა კვლავაც ევროპის განვითარების თანამონაწილე ვიყოთ. გვსურს ევროკავშირის სამ ოფიციალურ დამწერლობას დაემატოს მეოთხე ოფიციალური დამწერლობა ქართულის სახით, ევროკავშირის 24 ენას დაემატოს ოცდამეხუთე -ქართული ენა. ჩვენ, ეს წვლილი არამხოლოდ ენობრივად, კულტურულად, სამართლებრივადაც შევიტანოთ ევროკავშირის განვითარებაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics