|
2023-12-04 16:56:14, 1025 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთი ადასტურებს, რომ გენერალი ვლადიმერ ზავადსკი უკრაინის წინააღმდეგ ომში დაიღუპა
რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ ომში გენერალ-მაიორ ვლადიმერ ზავადსკის დაღუპვას ადასტურებს. როგორც ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა, მე-14 არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ზავადსკი უკრაინაში, "სპეცოპერაციის ზონაში" დაიღუპა. გუბერნატორს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. აღსანიშნავია, რომ დაუდასტურებელი ცნობები ზავადსკის სიკვდილის შესახებ მედიაში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი გენერალ-მაიორი უკრაინაში ნაღმზე აფეთქდა. სამხედრო გამოცემა Novorossiya იტყობინებოდა, რომ ზავადსკი ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან გარდაიცვალა. სხვა წყაროების თანახმად, სამხედრო მაღალჩინოსანი, შესაძლოა, ხერსონის ოლქის სოფელ კრინკის მახლობლად დაღუპულიყო. ცნობისთვის, ვლადიმერ ზავადსკი გახდა მე-7 გენერალი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიღუპა. 4 რუსი გენერალი - ანდრეი სუხოვეცკი, ვლადიმერ ფროლოვი, კანამატ ბოტაშევი და რომან კუტუზოვი სრულმასშტაბიანი ომის პირველ ოთხ თვეში გარდაიცვალნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)