|
2023-12-04 15:44:50, 1134 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - ზელენსკი ზოგიერთ სამხედრო მეთაურს ზალუჟნის გვერდის ავლით ეკონტაქტება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზოგიერთ სამხედრო მეთაურს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის გვერდის ავლით ეკონტაქტება,- ამის შესახებ ნათქვამია "უკრაინსკაია პრავდას" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით "ომი პოლიტიკის წინააღმდეგ. რა ხდება სინამდვილეში ზელენსკისა და ზალუჟნის შორის". როგორც უკრაინულ გამოცემას ანონიმურმა წყარომ განუცხადა, პრეზიდენტის ასეთი ქმედებები ხელს უშლის მთავარსარდალს, მართოს არმია. "ხანდახან შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზელენსკის ჰყავს ორი ტიპის შეიარაღებული ძალები: "კარგი", რომელსაც მეთაურობს აღმოსავლეთის დაჯგუფების მეთაური ალექსანდრ სირსკი და სხვა ფავორიტები, "ცუდი", რომელიც ემორჩილება ზალუჟნის. ეს ახდენს სამხედროების დემოტივაციას და რაც მთავარია, ხელს უშლის მთელი არმიის მართვას",- ამბობს ანონიმური რესპონდენტი. წყარო ხაზს უსვამს, რომ ასეთი კონტაქტები აჩქარებს ზელენსკის მუშაობის ტემპს, მაგრამ ართულებს ზალუჟნის სამუშაოს, რადგან მთავარსარდალი ხშირად ინფორმაციას ფორმალურად დაქვემდებარებული პირებისგან იღებს. ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და შეიარაღებული ძალების მეთაურს, ვალერი ზალუჟნის შორის არსებულ კონფლიქტზე როგორც უკრაინული, ისე საერთაშორისო მედია აქტიურად წერს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)