04:52 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 15:18:40, 636 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე პარტიიდან ბათუმის ორგანიზაციის წევრების წასვლაზე - ენმ არ არის სახელ-გვარებზე ჩამოკიდებული პარტია

"ნაციონალური მოძრაობა" არ არის სახელ და გვარებზე ჩამოკიდებული პარტია, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 9 წევრის, მათ შორის საკრებულოს დეპუტატების მიერ პარტიის დატოვებას.

წითლიძის თქმით, პარტიის "11-წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცოცხალი ორგანიზმია".

"მე არ მგონია, რომ აჭარაში ეს წასულები, მიუხედავად მათი დიდი წვლილისა, ისინი ყოფილიყვნენ მთავარი ფაქტორი იმ შედეგისა, რაც ბათუმში და აჭარაში იდებოდა.

ზოგადად, "ნაციონალური მოძრაობა" არ არის სახელ და გვარებზე ჩამოკიდებული პარტია. ეს არ არის პირველი "ნაციონალური მოძრაობისთვის. 11-წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ცოცხალი ორგანიზმი. ადამიანები მიდიან, მაგრამ ძალიან ბევრი ახალი ადამიანი მოდის. მე ყველა წასულს ვუსურვებ წარმატებას და დრო გამოაჩენს, რამდენად სწორი იყო ამ ადამიანების გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ", - განაცხადა წითლიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა - გიორგი კირთაძემ, მირდატ ქამადაძემ და ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 7 დეპუტატმა პარტია დატოვა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics