|
2023-12-04 13:00:46, 717 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა
ახლად რეაბილიტირებულ უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა. დედაქალაქის მერი კახა კალაძე რეაბილიტაციის შედეგს მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო. „უნივერსიტეტის ქუჩა დასრულებულია. საავტომობილო მოძრაობა, რომელიც შეზღუდული იყო, დღეს ორმხრივად გახსნილია და თავისუფლად არის შესაძლებელი გადაადგილება. მცირე სამუშაოებია დარჩენილი. ეს არის ტროტუარების სრულად მოწესრიგება, გამწვანების სამუშაოები - ახალი ხე-მცენარეები ირგვება მთლიანად ქუჩაზე, სადაც ამის შესაძლებლობაა. გარდა ამისა, სადაც ზებრა გადასასვლელები იყო დახაზული, ადაპტირდება შშმ პირთათვის. დაახლოებით, ერთი კვირა დასჭირდება ამ სამუშაოებს, თუმცა საავტომობილო მოძრაობა გახსნილია, გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. იცით, რომ ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშ არსებული კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. განათების ახალი ქსელი მოეწყო, ტროტუარებიც, რომელიც არ არსებობდა, შეიქმნა და უკვე ფეხით გადაადგილებაც თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კალაძემ. ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე. თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუჩაზე სრულად შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები; რეაბილიტირდა 2,5 კილომეტრი გზის სავალი ნაწილი, სადაც რამდენიმეფენიანი ასფალტის საფარი დაიგო; საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა, მოეწყო გარე განათების ახალი ქსელი; დამონტაჟდა თანამედროვე LED სანათები; ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი გზა დაიხაზა და მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ახალი მოსაცდელები; სრულდება ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. გარდა ამისა, გზის უსაფრთხოებისთვის, გარკვეულ ადგილებში ფერდის დამცავი კედლები მოეწყო. აღნიშნული სამუშაოები, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარით დაფინანსდა.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)