08:54 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 09:41:59, 513 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - DRG მოდელი შეაფასა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და ყველა გაკვირვებულია იმ წარმატებით, რასაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია

DRG მოდელი შეაფასა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და ყველა აღფრთოვანებული და გაკვირვებულია იმ შედეგებით და წარმატებით, რასაც ჩვენმა ქვეყანამ ამ მოკლე პერიოდში მიაღწია,-აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელმა DRG სისტემის ამოქმედებიდან 1 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესსა და წარმატებებს მიაღწია. 

„საქართველოში DRG-ის დანერგვის შემდეგ დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ძალიან ბევრი შეფასებები გაკეთდა. DRG მოდელი შეაფასა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და ყველა აღფრთოვანებული და გაკვირვებულია იმ შედეგებით და წარმატებით, რასაც ჩვენმა ქვეყანამ ამ მოკლე პერიოდში მიაღწია.

ფასწარმოქმნა, მეთოდოლოგია და სხვა საკითხები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო იყენებს ჩვენ მოგონილი არაა. ეს საერთაშორისო, კარგად აპრობირებული გადახდის სისტემებია და ზუსტად იმავეს გადმოტანა მოვახდინეთ საქართველოში. 

არის მაღალტექნოლოგიური ოპერაციები, რომლებიც ძალიან ძვირადღირებულია. ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო 15,20, 25 ათას ლარს იხდის. 

ჩვენ 1 წლის თავზე ვხედავთ რომ სისტემა ძალიან წარმატებულია. სახელმწიფო ხარისხის ხარჯზე არანაირ დაზოგვას არ აკეთებს, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მოქალაქეებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიეწოდოს და ამ ყველაფერში ადეკვატური ტარიფები გადავიხადოთ“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics