|
2023-12-02 17:47:13, 978 ნახვა
მსოფლიო
Reuters - „მოსადმა“ კატარში ზავის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები გამართა
ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადის განცხადებით“, კატარში ზავის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც კატარში დელეგაციამ ისრაელში დაბრუნების განკარგულება მიიღო. "მოლაპარაკებების ჩიხში შესვლიდან გამომდინარე და პრემიერმ-ინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მითითებების შემდეგ, „მოსადის“ ხელმძღვანელმა, დევიდ ბარნეამ დოჰაში მყოფ გუნდისთვის სახლში დაბრუნების განკარგულება გასცა... „ჰამასის„ ტერორისტულმა დაჯგუფებამ არ შეასრულა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც მოიცავდა ყველა იმ ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას, რომლებიც ჰამასისთვის მიწოდებულ სიაში იყვნენ“,- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 24 ნოემბერს ამოქმედდა. მანამდე, 21 ნოემბერს, ორ მხარეს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო. 22 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმამ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში 23 ნოემბერს შევიდოდა, თუმცა, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ თქვა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება 24 ნოემბრამდე არ ამოქმედდებოდა. მას შემდეგ, რაც ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორში გატაცებული მძევლებისა და ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა. 30 ნოემბერს, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ჰუმანიტარული ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდებოდა. ამასთან, გუშინ, 1-ელ დეკემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებები განაახლეს.
დააკავეს ქალი, რომელმაც მარნეულში, ხორცის მაღაზიაში ახალგაზრდა კაცი დაჭრა
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებული იქნება „ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე“
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ კომპლექსს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)