04:52 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-02 17:11:09, 776 ნახვა

პოლიტიკა
ცაგარეიშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე - მოსვენებას არ აძლევს ის, რომ მხილებული იყო კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში

თუ ქალბატონი პრეზიდენტი დაასახელებს კონკრეტულ ფაქტებს, კონკრეტულ ადამიანებს და არ იქნება შემოსაზღვრული ზოგადი განმარტებებით, ეს მისთვისაც, ქვეყნისთვისაც და საზოგადოებისთვისაც ძალიან კარგი იქნება, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ საქართველოში მოქალაქეები სამართალს ვერ პოულობს და ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან არსებობს პრობლემები.

ცაგარეიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკაა საჭირო და პრეზიდენტს მეტი პასუხისმგებლობა მართებს.

„ის, რომ ის მხილებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში, როგორც ჩანს, მოსვენებას არ აძლევს. ამიტომ, თავის თავს დააბრალოს ქალბატონმა ზურაბიშვილმა ის, რაც მას გადახდა საკონსტიტუციო სასამართლოში და თავის თავს დააბრალოს ის ვერდიქტი, რაც მას გამოუცხადა სასამართლომ. როგორც ჩანს, ამ წყენიდან ვერ გამოვიდა ქალბატონი ზურაბიშვილი და ახლა განაზოგადებს თავის შემთხვევას, რომელიც მხოლოდ მისი ბრალია. ის არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო. „ადამიანები ვერ პოულობენ სამართალს“- ეს რას ნიშნავს? კონკრეტულად ვინ ვერ პოულობს სამართალს? ამიტომ,  როცა ამ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ მეტი პასუხისმგებლობა გმართებს და ვფიქრობ კონკრეტიკა აუცილებელია“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics