12:27 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-02 12:23:05, 793 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უწყების მიერ გაწეული „სამოგზაურო-სამივლინებო" ხარჯების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
 
უწყების განცხადებით, თვითმფრინავებისა და პილოტების ფონზე მომზადებული „მანიპულაციური სიუჟეტი, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”. 

“საუბარია, რომ, თითქოსდა, სამინისტროს ხელმძღვანელობამ ექვს თვეში 7 მილიონ ლარამდე დახარჯა მივლინებებთან დაკავშირებულ ფრენებზე.
 
განვმარტავთ, რომ სიუჟეტში ნახსენები თანხიდან 6,4 მილიონი ლარი არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ქვეყნის შიგნით მივლინებებისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც გულისხმობს 750 ამზომველის მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიწის ნაკვეთების აზომვის მიზნით, სხვადასხვა მუნიციპლიტეტში გადაადგილებასა და განთავსებას, ასევე, გადამზადება-ტრენინგებს, 64 მუნიციპალიტეტში მერიის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრებს. აღნიშნული ხარჯი გათვალისწინებულია სისტემური რეგისტრაციის ბიუჯეტში.
 
დღეის მდგომარეობით, მიწის რეფორმის ფარგლებში უკვე აზომილია 612 609 მიწის ნაკვეთი ჯამური ფართობით 194 530 ჰა და რეგისტრირირებულია 482 190 მიწის ნაკვეთი ჯამური ფართობით 173 272 ჰა. მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო 2022 წელს, მოქალაქისათვის არის სრულიად უფასო და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ”, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics