12:25 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-02 10:13:37, 711 ნახვა

საზოგადოება
შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათაერთიანმა საკოორდინაციო საბჭომ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, მიმდინარე პროგრამებიდა სამომავლო გეგმები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გახსნა.

"თამილა ბარკალაიამ, საბჭოს მნიშვნელობასა და შშმ პირების უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ, თუ მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ: ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა. 

შეხვედრაზე, სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის  დეპარტამენტი სუფროსმა, თამარ კურტანიძემ, საქართველოში, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ალტერნატიული სერვისების განვითარებაზე წარადგინა პრეზენტაცია. 

შემაჯამებელ შეხვედრაზე, პრეზენტაციები წარადგინეს საბჭოში შემავალი დეინსტიტუციონალიზაციის, სოციალური სერვისების განვითარებისა და შესაძლებლობის შეზღუდვი სსტატუსის განსაზღვრის კომიტეტების წარმომადგენლებმა. ღონისძიების მონაწილეებმა, შშმ პირთა საჭიროებებზე იმსჯელეს და სამომავლოვგეგმებიც განიხილეს. 

შეხვედრას საჯარო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შშმ თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება, ჩეხეთის რესპუბლიკის, კარიტასისა და სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics