08:54 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-01 16:28:48, 555 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი UNSDCF-ის განმახორციელებელი სამეთვალყურეო საბჭოს მეორე სხდომას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2021-2025 წლების ხელშეკრულების განმახორციელებელი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის წევრებს გარემოს დაცვის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მომავალი წლის პრიორიტეტები გააცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირის პოლიტიკის გატარება ჩვენი დღის წესრიგის უმთავრესი ნაწილია. თითოეული გადადგმული ნაბიჯი მიმართულია ქვეყნის განვითარებისაკენ და საქართველოს იმ ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, რომელსაც ის ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხაზს უსვამს პოზიტიურ შედეგებს გარემოს დაცვის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. მიღწევები ასახულია ევროკომისიის ანგარიშში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არსებულ შედეგებზე, სამრეწველო და სატრანსპორტო სექტორში ემისიების შემცირების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, სატყეო სექტორის განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, წყლის რესურსების მართვის, ასევე სამრეწველო ემისიების შესახებ მიღებულ კანონებზე. ნინო თანდილაშვილმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე და მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებზეც ისაუბრა. მინისტრის პირველმა მოადგილემ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობასა და გაეროს წარმომადგენლობას შორის გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2021-2025 წლების ხელშეკრულება (UNSDCF) 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა. ხელშეკრულება გაეროს ხუთწლიან სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას წარმოადგენს და განსაზღვრავს ორგანიზაციის თითოეული სააგენტოს მუშაობის ზოგად ჩარჩოს საქართველოში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics