12:26 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-01 16:20:57, 639 ნახვა

საზოგადოება
მერია - ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 2 და 3 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისიის მერიის ცნობით, ღონისძიებაზე საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები იქნება წარმოდგენილი.

"ფესტივალი „ბასტი-ბუბუს“ კონცერტით და მაკნატუნას ფორმებში გამოწყობილი დრამერების შოუთი გაიხსნება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სანტა და ბევრი გათამაშება დახვდებათ. დამთვალიერებლები ორივე დღის განმავლობაში „ქუჩის თეატრის“ წარმოდგენასაც იხილავენ.

ფესტივალზე კონდიტერი ვაჟა წულუკიძე შოკოლადიანი ჩურჩხელების მომზადების მასტერკლასს ჩაატარებს. ღონისძიებაზე საახალწლო გვირგვინებისა და შოკოლადიანი თათარას მოდუღების მასტერკლასიც გაიმართება.

ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს, ბავშვებისთვის კი ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები ჩატარდება.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი უკვე მეხუთედ ჩატარდება. წლევანდელი წელი მასშტაბურობით გამოირჩევა, რადგან ღონისძიებაში მონაწილეობას 30-მდე კომპანია მიიღებს.

შოკოლადის საახალწლო ფესტივალი 12:00-დან 19:00 საათამდე გაგრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics