06:03 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-01 14:51:06, 810 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა [ვიდეო]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს.

"ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე.

პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ უკვე განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების წარმატებით დაწყებულ პროცესს. ხელისუფლებას თითოეულ რეფორმაზე კონკრეტული ხედვა აქვს, გაწერილია შესაბამისი სამოქმედო გეგმა, შესრულების ვადები და ამ პროცესში ხელისუფლება ევროკავშირის წარმომადგენლებთან კოორდინაციაში მუშაობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიამ დაადასტურა და ახლა ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს დადებით გადაწყვეტილებას ელის.

ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics