|
2023-12-01 09:52:37, 921 ნახვა
პოლიტიკა
ბითაძე - ქვეყნის დაზიანების კამპანიამ, რასაც რადიკალური ოპოზიცია სამი წლის განმავლობაში ახორციელებს, ძირი სწორედ რადიკალურ ოპოზიციას გამოუთხარა
რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ჩვენი საზოგადოება დაარწმუნის იმაში, რომ ევროკავშირი თურმე წევრად იღებს ან აპირებს მიიღოს ისეთი სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს ევროპული მისწრაფებები, არაფერს აკეთებს. ამით ცდილობენ დააბულინგონ არა მხოლოდ ოპოზიციის მეორე ნაწილი, არამედ მთლიანად პროცესი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისი თქმით, "ქვეყნის დაზიანების აქტიურმა კამპანიამ, რასაც რადიკალური ოპოზიცია სამი წლის განმავლობაში ახორციელებს, საბოლოოდ ძირი გამოუთხარა სწორედ რადიკალურ ოპოზიციას". „შეკვეთილი სტატიები უცხოურ მედიაში, მათ შორის შეკვეთილი ინტერვიუები უცხოელი პარტნიორებისგან - ისინი ცდილობენ, ამით შექმნან რაღაც პარალელური სამყარო, სადაც ისინი არიან გამარჯვებულები. რეალურად ჩვენ რა დავინახეთ ამ პროცესში - ტყუილების კასკადით, რასაც ისინი სამი წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებენ და ქვეყნის დაზიანების აქტიური კამპანიით, საბოლოოდ, თვითდაზიანების აქტიურ ფაზაში არიან გადასულები. რეალურად ამდენმა ტყუილმა საბოლოოდ ძირი გამოუთხარა სწორედ რადიკალურ ოპოზიციას იმიტომ, რომ აბსურდამდე მივდივართ, ისეთ საკითხებზე აკეთებენ აქცენტირებას. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, როდესაც ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე და სისტემის ინტეგრაციაზეა საუბარი, წელს მივიღეთ ასობით ახალი კანონი და აქედან ოთხი სრულიად ახალი კანონი ჩვენი სამართლებრივი სივრცისთვის, რომლებიც არის ევროკავშირის სამართლის ნაწილი. ვერსად ვერ ნახავთ მათი მხრიდან დადებითი ხმის მიცემას",- თქვა ბითაძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)