|
2023-12-01 09:40:35, 867 ნახვა
პოლიტიკა
ბითაძე ოპოზიციაზე - ალბათ, ძალიან დიდი ბოღმა და შური აქვთ, რადგან ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს საქართველოს ტერიტორიის 20% დაიკარგა
რეალურად, ყველამ დაინახა, მათ შორის, ევროკავშირში, სადაც ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, რომ ისინი ძირს უთხრიან არა "ქართულ ოცნებას", არამედ ამ ქვეყანას, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ "იმედი LIVE" განაცხადა. ბითაძის თქმით, ევროკავშირი მხოლოდ აქციების და მოთხოვნების გამო, კანდიდატის სტატუსს არავის ანიჭებს და როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესში წარმატების მისაღწევად დიდი ძალისხმევა დასჭირდა. "შეიძლება ვიღაც არ გიჟდებოდეს "ქართულ ოცნებაზე", მაგრამ როდესაც დღედაღამ იძახი, რომ "ქართული ოცნება" არის რუსული, რანაირად მოხდა ისე, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს, მოხდა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, ახლა დადებითი რეკომენდაცია და რამდენიმე დღეში ველოდებით კანდიდატის სტატუსს. ძალიან ლოგიკური და მარტივია პასუხი: სწორედ ხალხის ნებით არის "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში და უკვე მე-9 არჩევნებია, სადაც "ქართული ოცნება" იგებს. ასევე ოპოზიციას შევახსენებ იმას, რომ მხოლოდ აქციებით და მოთხოვნით, რომ ვიყოთ ევროკავშირის წვერი, ევროკავშირი არავის ანიჭებს არც სტატუსს, არც ვიზალიბერალიზაციის ფორმატს უხსნის. აქ არის ძალიან დიდი მუშაობა, რომელსაც მთელი სახელმწიფო სტრუქტურა, როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელი ხელისუფლება, დაწყებული 2014 წლიდან, ყოველდღიურად ასრულებს - ეს არის უზარმაზარი შრომა, რომელმაც დღეს ჩვენ მოგვანიჭა უკვე ევროკავშირთან ვაჭრობის საშუალება და დღეს ყველაზე დიდი ინვესტორი ამ ქვეყანაში არის ევროკავშირი. ჩვენ ენერგეტიკულ კავშირებს ვამყარებთ ევროკავშირთან და საერთოდ სხვა რეჟიმში ვართ გადასული", - განაცხადა ბითაძემ. მისივე თქმით, "რადიკალური ოპოზიციის" წარმომადგენლების ქმედებები შურითაა განპირობებული. "ალბათ, ადამიანურად ძალიან დიდი ბოღმა და შური აქვთ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიკარგა საქართველოს ტერიტორიის 20% და ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა. მათი ხელისუფლების დროს, ერთადერთი ბერკეტი, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის დაბლოკვისა, ამას კარი გაუღეს. მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაფორმებული დემარკაციის ხაზის გამყარება დღეს ხდება რუსეთის მხრიდან და ყველა მავნებლობა, მათ შორის, ენერგეტიკულ ობიექტებთან მიმართებით გააკეთეს, გაყიდეს პირდაპირ რუსეთის ხელში და თუ გახსოვთ, რკინიგზის გაყიდვაზეც კი იყო საუბარი", - დასძინა ბითაძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)