10:21 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 18:44:02, 710 ნახვა

საზოგადოება
თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგის შედეგად, მორიგი დარღვევები გამოვლინდა

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგის შედეგად, მორიგი დარღვევები გამოვლინდა. 

სამწუხაროდ, ამ დრომდე მოქალაქეების ერთი ნაწილისთვის კვლავაც გაუგებარია, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები დახურული სივრცის კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც ისევე, როგორც სხვა, თავშეყრის დახურულ ადგილებში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის და ჩილიმის მოწევა აკრძალულია.

თბილისში, ‘თბილისი ცენტრალის“ პირველ სართულზე არსებულ ოქროს ბირჟის დახურულ სივრცეში გამყიდველები და რეალიზატორები ეწეოდნენ სიგარეტს, რაზეც გამოძახებულმა საპატრულო პოლიციამ რეაგირება მოახდინა.

თუ მოქალაქეები თვალს არ დახუჭავენ მსგავსი დარღვევების ფაქტებზე, საზოგადოება სრულად გაათვითცნობიერებს, რომ მოწევის რეგულაცია საჯარო სივრცის ყველა დახურულ ნაწილში ვრცელდება. არაერთხელ გვითქვამს და ვიმეორებთ, საჭიროა, ყველანი კანონის აღსრულების მონიტორები გავხდეთ, რადგან მოწევის რეგულაციების აღსრულებით ჩვენ ვიღებთ სუნთქვისთვის უსაფრთხო სივრცის გარანტიას.

აღსანიშნავია, რომ ზამთარის სეზონის მოახლოების გამო, მოწევის რეგულაციისთვის თავის არიდების მიზნით, სამასპინლო დაწესებულებების ერთმა ნაწილმა გარკვეულ ხრიკებს მიმართა. ტერიტორიებს, რომელიც ე.წ. ღია სივრცეებად აქვთ გამოყოფილი, კონსტრუქციული, ასახდელი სახურავები გაუკეთეს, რომელიც მთლიანად იხსნება და დაწესებულებას უფლებას აძლევს, აღნიშნულ სივრცეში, კედლების არსებობის შემთხვევაში მოწევა დაუშვას. თუმცა, აღნიშნული კონსტრუქცია დანიშნულებისამებრ მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ მოწევის ფაქტზე ვინმე შენიშვნას დააფიქსირებს, ან საპატრულო პოლიციას გამოიძახებს. სამასპინძლო დაწესებულების წარმომადგენელი ერთგვარ მინი სპექტაკლს დგამს, შეიცხადებს, სახურავი ხომ იხსნებაო და პოლიციის თვალწინ გახსნის. თუ ევროპული წესრიგისკენ მივისწრაფვით, კანონთან ასეთი თვალთმაქცობა სულ ცოტა უხერხულია, ამასთან, პასუხისმგებლობისგან ვერავის ვერ დაიცავს.

დარღვევები ფიქსირდება სავაჭრო ობიექტებში, რომელთა ნაწილი კვლავაც ხილულად ყიდის თამბაქოს ნაწარმს, ძირითადად ელექტრონულ სიგარეტს და გასახურებელ თამბაქოს, რომლებიც ხშირად განთავსებულია ტკბილეულთან, საბავშვო და სხვა სახის პროდუქტებთან ერთად, საერთო დახლზე ან სტენდზე, ძირითადად სალაროსთან. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შემოსავლების სამსახურს რეაგირებისათვის.  რეკლამების კუთხით დარღვევებიც თამბაქოს ახალ პროდუქტებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, მოწევის რეგულაციის, ან თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის რეალიზაციის დარღვევის ფაქტებზე თვალს ნუ დახუჭავთ, დარეკეთ 112-ზე, ან გაგზავნეთ შეტყობინება სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics