12:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 16:11:19, 542 ნახვა

მსოფლიო
ფინეთის საგარეო მინისტრი - რუსეთი ევროპის უსაფრთხოების წესრიგის მთავარ პრინციპებს არღვევს და ცდილობს, ძირი გამოუთხაროს მას

რუსეთი ევროპის უსაფრთხოების წესრიგის მთავარ პრინციპებსა და ვალდებულებებს მრავალი წლის განმავლობაში არღვევს, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა.

ვალტონენის თქმით, რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს უსაფრთხოების საბაზისო პრინციპებს, "მათ შორის საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წლის შემდეგ". 

„რუსეთი არა მხოლოდ უხეშად არღვევს გაეროს ქარტიას, ასევე არღვევს ევროპის უსაფრთხოების წესრიგის მთავარ პრინციპებსა და ვალდებულებებს. რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ამ საბაზისო პრინციპებს, მათ შორის საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წლის შემდეგ. ეს პრინციპები არც მოლაპარაკებებს ექვემდებარება და არც გადახედვის ან ხელახლა ინტერპრეტაციის საგანს წარმოადგენს.

ევროპაში არ არის ადგილი რუსეთის ცნებებისთვის გავლენის სფეროების შესახებ ან ნულოვანი ჯამის თამაშზე. ომი და განადგურება რუსეთის არჩევანია. ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ რუსეთს შეუძლია ამ ომის ნებისმიერ დროს შეჩერება და მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმაზე, სადაც ახლა ჩვენ ვართ - ევროპაში ომის დროს კიდევ ერთი ზამთრის წინაშე. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს, რომელსაც სურდა სწრაფი გამარჯვება, წარმატებას ვერ მიაღწია და ვერც მიაღწევს უკრაინის დასამარცხებლად. უკრაინელების გამძლეობა და სიმამაცე აღმაფრთოვანებელია“, - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, ეუთოს მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 30 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გაიმართება. ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა, მინისტერიალზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიწვია. აღნიშნულის გამო, ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

აღსანიშნავია, რომ ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics