10:21 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 15:00:12, 596 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდმა შეხვედრაზე მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, საუბარი შეეხო წყლის რესურსების მართვას, განახლებადი ენერგიების წყაროების ათვისებას, აკვაკულტურის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს.

ოთარ შამუგიამ ნორვეგიის სამეფოს ელჩს საქართველოში საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„საქართველო და ნორვეგია არაერთი მიმართულებით თანამშრომლობენ, მათ შორის, დაცული ტერიტორიების, ნარჩენების, ასევე, წყლის რესურსების მართვის კუთხით. თუმცა არსებობს არაერთი მიმართულება, სადაც შესაძლებელია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, აკვაკულტურის განვითარების დიდი პოტენციალი გვაქვს, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით. ამ საკითხში ნორვეგიის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შამუგიას თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინშია და ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანა მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს. ოთარ შამუგიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ წყლის რესურსების მართვის, ასევე სამრეწველო ემისიების შესახებ მიღებულ კანონებზე, ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად არსებულ პროექტებზე, აგროსასურსათო პროდუქციის, მათ შორის ღვინის წარმოებისა და ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებზე.

ნორვეგიის სამეფოს ელჩმა ბერგლიოტ ჰოვლანდმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია მიულოცა. ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics