21:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 13:58:21, 536 ნახვა

ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე - საქართველოს, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს როგორც რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებთან შედარებით

ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად არის დაჩქარებული და ათი თვის მაჩვენებლებით საქართველოს, როგორც ფართო რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

ცინცაძის თქმით, ოქტომბრის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.2 % შეადგინა, ხოლო 10 თვის, ანუ იანვარი-ოქტომბრის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 6.9 % ით განისაზღვრა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც საინვესტიციო აქტივობის კუთხით დაფიქსირებული ტენდეციები, ასევე საგარეო ვაჭრობის და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური დინამიკა.

"ზოგადად საინვესტიციო აქტივობას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ აღნიშნული მაჩვენებლები განპირობებულია, ერთი მხრივ, იმ ჯანსაღი მაკრო-ეკონომიკური პარამეტრებით, რაც ქვეყანას აქვს, ასევე იმ მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატით, რაც ქვეყანაში არის და რაც მთავარია, სტაბილურობის შეგრძნებით და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ სანდოობით, რომელიც ინვესტორებს გააჩნიათ", - განაცხადა ცინცაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციები მომავალ თვეებშიც გაგრძელდება, რაც ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე აისახება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics