2023-11-30 13:21:01, 777 ნახვა
პოლიტიკა
სიმონიანი მდინარაძეზე - საქართველო საკვირველად ადეკვატურად იქცევა
რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი სანქციებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება და იწონებს.
სიმონიანმა სოციალურ ქსელში მდინარაძის განცხადება გააზიარა და დაწერა:
"საქართველო საკვირველად ადეკვატურად იქცევა. ნეტავ, სომხეთიც ასე იქცეოდეს",- წერს სიმონიანი Telegram-ზე.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება საკუთარი თავის მოტყუება იქნებოდა, "სპუტნიკი" ავრცელებს.

ავტორი: ექსპრესნიუსი,