21:18 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 12:47:04, 517 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - CAREC-ის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ძალიან აქტიური ეკონომიკური პარტნიორები არიან

საქართველო პირველად მასპინძლობს CAREC-ის მინისტერიალს, პირველად არის თავმჯდომარე ქვეყანა და ჩვენთვის პატივია, რომ საქართველოში გვყავს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციები. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა თანამშრომლობის, ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მხრივ ცენტრალური აზიის, კავკასიის, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე საუბრისას განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, CAREC-ის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ძალიან აქტიური ეკონომიკური პარტნიორები არიან. კავშირების აღდგენა და გამყარება კი, რაზეც საუბარია მინისტერიალის ფარგლებში, მეტად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარების კუთხით.

მისი თქმით, მინისტერიალის ფარგლებში განიხილება ასევე 2030 წლის კლიმატის გეგმები - თითოეულ ქვეყანას აქვს კლიმატის ცვლილების შერბილების, შემცირების საკუთარი სტრატეგია.

„მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხითაც, რომელიც, მათ შორის ითვალისწინებს კლიმატის მიზნებს, რომელიც საერთაშორისო დონეზე ქვეყნებს აღებული აქვთ, როგორც ვალდებულება", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის მინისტერიალმა დღეს დაიწყო მუშაობა. საქართველო წელს პირველადაა CAREC-ის თავმჯდომარე ქვეყანა 2016 წელს გაწევრიანების შემდეგ.

მისივე თქმით, კონფერენცია ძალიან სასარგებლოდ ჩაივლის, რადგან საქართველოსაც აქვს მნიშვნელოვანი სათქმელი და კომპლექსური გეგმა კლიმატის შერბილების კუთხით.

დავითაშვილის თქმითვე, ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც საკმაოდ აგრესიულია ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, ასევე ითვალისწინებს ამ პრიორიტეტებს.

„უნდა აღინიშნოს, რომ CAREC-ის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოში 3 მილიარდზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული. ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, კომპლექსური დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს კავშირების გამყარებას სხვადასხვა მიმართულებით - ესაა სატრანსპორტო-ლოგისტიკური, ციფრული თუ სავაჭრო კავშირების გამყარება პროგრამის წევრ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან", - დასძინა დავითაშვილმა.

თბილისში მიმდინარე მინისტერიალს ესწრებიან CAREC-ის მონაწილე ათი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, კერძო სექტორის, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა. მინისტერიალი განიხილავს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა საკითხებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics