|
2023-11-30 12:40:51, 727 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენციაში „გლობალური ალიანსი მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლა“ მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „გლობალური ალიანსი მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლა“. შსს-ს ცნობით, საერთაშორისო კონფერენცია ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გახსნა, რომელმაც მთავრობებს მიგრანტთა უკანონო გადაყვანის პრევენციისკენ მიმართული ძალისხმევისა და აღნიშნული გამოწვევის საპასუხო ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდა. უწყების ინფორმაციით, ალექსანდრე დარახველიძემ თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის, როგორც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტის მნიშვნელობას. "მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკომისიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობისა და კომპეტენციის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მზაობა შეასრულოს ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციები. მინისტრის მოადგილემ გამოსვლის ფარგლებში აღნიშნა, რომ უკანონო მიგრაცია მსოფლიოსთვის ერთ-ერთ სწრაფად მზარდ გამოწვევას წარმოადგენს. მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა საქართველოს მიერ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გატარებული ისეთი საპასუხო ქმედებები, როგორიცაა განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციის ატაშეების ქსელის ეფექტიანი საქმიანობა, Frontex-თან და Europol-თან არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება. ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა სამინისტროს მზაობას, კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორებთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა უკანონო მიგრაციისა და მიგრანტთა უკანონოდ გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)