10:21 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 12:24:21, 542 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ის ელჩი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რობინ დანიგანი ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა უმასპინძლა.

"რობინ დანიგანმა ადგილზე დაათვალიერა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადმოცემული სხვადასხვა სახის სახანძრო და სამაშველო სპეციალური აღჭურვილობა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით აღჭურვილი ოპერატიული მართვის ცენტრი.

მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხი განიხილეს.

თემურ მღებრიშვილმა აშშ-ის ელჩსა და აშშ-ის საელჩოს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) წარმომადგენლობას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოწოდებული სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა მეხანძრე-მაშველებს ქვეყნის მასშტაბით სამაშველო ოპერაციების ჩატარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურთან (ODC). არსებული თანამშრომლობის მიზანია სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება, როგორც ტექნიკური, ისე ექსპერტული მხარდაჭერის გზით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics