10:22 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 11:30:33, 563 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურის ორგანიზებით და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, პროკურატურის მენეჯერების წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, პროკურატურის მენეჯერების წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გენერალური პროკურატურის ცნობით, ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. გენერალურმა პროკურორმა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრა ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის და ასევე ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარების საკითხებზე მსჯელობისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

ირაკლი შოთაძემ ისაუბრა პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოებასა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

გენერალურმა პროკურორმა ყურადღება გაამახვილა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით პროკურატურის მიღწევებზეც. ირაკლი შოთაძის თქმით, კიბერდანაშაული მთელი მსოფლიოს მასშტაბით სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და სწორედ ამ ტიპის დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით სპეციალური დანაყოფი შეიქმნა.

ირაკლი შოთაძემ ხაზი გაუსვა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს როლს და აღნიშნა, რომ საბჭოს მიზანია, უზრუნველყოს პროკურატურასა და მოქალაქეებს შორის მჭიდრო კოორდინაცია, რათა იმ დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელსაც შედეგად ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა, დაზარალებულთა უფლებამონაცვლეები სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულები.

გენერალურმა პროკურორმა ასევე ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელობაზე. ირაკლი შოთაძემ მიმოიხილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში, ლენა ოუენსმა.

"აშშ-ის საელჩო მოხარულია, რომ პროკურორთა ყოველწლიურ შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრას მხარს უჭერს, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა პროკურორებისა და მათი ხელმძღვანელებისთვის, რეგულარულად განიხილონ სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, რაც პროკურატურის მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს",- განაცხადა ლენა ოუენსმა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასა და სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი; სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ცვლილება - ახალი აღკვეთის ღონისძიების- ელექტრონული მონიტორინგის  პროექტი; საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები; პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოება; სიცოცხლის ხელყოფის საქმეების გამოძიების და სასამართლო განხილვის დროს გამოვლენილი სირთულეები და მათი გავლენა შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე; თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი და რეკომენდაციები.

ასევე, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მიმოიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული სიახლეები და ტენდენციები.

შეხვედრაზე, თბილისის პროკურატურის და საოლქო პროკურატურების ხელმძღვანელებმა თბილისსა და რეგიონებში არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

პროკურატურის მენეჯერების შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ყოველწლიურად იმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics