10:22 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 10:45:24, 640 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკთან პარტნიორობით „კარტლისი“ ფერმერებისთვის კონფერენციას გამართავს

ბაზისბანკთან პარტნიორობით, 1 დეკემბერს, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში“  გაიმართება კონფერენცია - „ბაქტერიული დაავადებების გავრცელება საქართველოში და მათთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები“, სადაც „კარტლისი“ ფერმერებს ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებს გააცნობს.

კლიმატის ცვლილებები, მომატებული ტემპერატურა, ნალექი და ტენიანობა ბაქტერიული დაავადებების გავრცელებისთვის ხელსაყრელი გარემოებებია, სწორედ ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაავადებების მართვა და მათ წინააღმდეგ ღონისძიებების აგრო ვადებში, სწორი აგროტექნოლოგიით დაგეგმვა.

კონფერენციას, უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დელეგატები დაესწრებიან.

შეხვედრაზე განიხილება ევროპასა და აშშ-ში ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად აქტიურად გამოყენებადი თანამედროვე მიდგომები და ახალი პრაქტიკები. კონფერენციაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია და სწორად დაგეგმონ მომავალი წლის სამუშაოები.

შეხვედრისას კარტლისი ფერმერებს ორ ახალ პროდუქტს - „კოსაიდ ოპტის“ და ბიოლოგიურ პრეპარატ „ამილო X“-ს წარუდგენს.

ბაზისბანკი და კომპანია „კარტლისი“ აგრარულ სექტორში ჩართული ფერმერებისთვის თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გაზიარებას მუდმივად ახორციელებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics