10:20 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 17:32:46, 649 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფოსა და USAID-ის მხარდაჭერით, კაკლისა და ნუშის გამმუშავებელი საწარმო შეიქმნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სახელმწიფოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით შექნილი კაკლისა და ნუშის გადამმუშავებელი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის

„ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომელიც, საბოლოო ჯამში, სოფლის მეურნეობის დარგში კიდევ უფრო მეტ პროგრესს მოგვიტანს“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რობინ დანიგანის განცხადებით, კაკლისა და ნუშის გადამმუშავებელი საწარმო არის კერძო  და საჯარო სექტორის, ასევე usaid-ის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი, რაც მიემართება ადგილობრივი ფერმერების გაძლიერების, სამუშაო ადგილების შექმნის და ადგილობრივი ფერმერების გაძლიერებისაკენ.  

"შ.პ.ს. ,Nuts Processing-მა საწარმოს შესაქმნელად 3 მლნ  ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია; კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს. საწარმოს წარმადობა 600 ტონას შეადგენს.  ამ ეტაპზე, წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია შიდა ბაზარზე ხორციელდება, იგეგმება პროდუქციის ექსპორტზე გატანა. 
აღსანიშნავია, რომ გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილია კაკლოვანი კულტურების გადამამუშავებელი 15 საწარმო, სახელმწიფო თანადაფინანსება 7.1 მლნ ლარს აღემატება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics