07:23 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 15:15:07, 573 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ეუთოს მინისტერიალზე - ბლინკენი და ბორელი დაესწრებიან - ჩვენი მხრიდან არდასწრება არასწორი იქნება

ჩვენი მხრიდან ნებისმიერი ფორმატი უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის დასწრების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სამიტზე, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ევროკავშირის წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი დაესწრებიან, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის "არდასწრება არასწორი იქნება".

"რაც შეეხება ეუთოს სამიტს, საქართველო არის, ბუნებრივია, ეუთოს წევრი და გარდა ამისა, ამ სამიტს დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ასევე ევროკომისიის საგარეო საქმეთა კომისარი ჯოზეფ ბორელი. ასეთ პირობებში ჩვენი მხრიდან არდასწრება იქნება უბრალოდ არასწორი გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მხრიდან ნებისმიერი ფორმატი უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. 

როცა იქ ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, სულ მცირე, ხომ გაუგებარი იქნება ასეთი რამ. რა თქმა უნდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა დაესწროს ამ ღონისძიებას...

ეუთო არის ის ფორმატი, სადაც, პირველ რიგში, განიხილება უსაფრთხოების საკითხები და რა თქმა უნდა, მუდმივ რეჟიმში ჩვენი მხრიდან ეს ფორმატი გამოიყენება, რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე, მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია",- აცხადებს კობახიძე. 

ცნობისთვის, ეუთოს მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 30 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გაიმართება. ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა, მინისტერიალზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიწვია. აღნიშნულის გამო, ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics