|
2023-11-29 14:07:58, 1542 ნახვა
რეგიონი
ომარ ტიკარაძესა და შუახევის მერიის, მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებს შორის ხელშეკრულებები გაფორმდა
შუახევის მერიის, მიზნობრივი პროგრამის, „მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. შუახევის მერიის ცნობით, ხელშეკრულებას ხელი შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ და გამარჯვებულმა კონკურსანტებმა მოაწერეს. „პროექტი წელს მეოთხედ ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი ყოველ წლიურად მზარდია. მიმდინარე წელს, შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანადაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი 25 000 ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 40 000 ლარია. პროექტში გამარჯვებულმა მონაწილეებმა კონკურსის ოთხი ეტაპი გაიარეს. წარმოდგენილ პროექტებს შესაბამისი კომისია სწავლობდა, რომელიც, როგორც ადგილობრივი წარმომადგენლებისგან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იყო დაკომპლექტებული. კონკურსის ბოლო ეტაპზე 5 გამარჯვებული გამოვლინდა.
პროგრამის მიზანია, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, გააქტიურება, ქალების მეტი ჩართულობისა და აქტიურობის გაზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ღონისძიებას, მერის მოადგილეები, მირიან აბაშიძე, რუსუდან შავაძე, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ფატი ჭაღალიძე, ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი გენდერული თანასწორობის საკითხებში თამილა ფუტკარაძე და შპს „ჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენელი ინგული დავითაძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია შუახევის მერიის ინფორმაციაში.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)