13:19 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 12:10:52, 706 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

​საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა კაპიტანი თორნიკე სამაკაშვილი, ლეიტენანტი შოთა გაბისონია, სერჟანტი მალხაზ ბიწაძე, უმცროსი სერჟანტი პაატა საბიაშვილი და კაპრალ-სპეციალისტი ირაკლი ნოზაძე სამკერდე ნიშნით - „საუკეთესო სამხედრო“ დააჯილდოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გიორგი მათიაშვილმა სამხედროებს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოს სამსახურში წარმატებები უსურვა.

„საუკეთესო სამხედროების შერჩევა კვარტალში ერთხელ, სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის, დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხორციელდება.

პროექტის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებაა. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics